ენდოკრინოლოგი, ენდოკრინოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი
კლინიკა “ჰელსიკორში” ყველა სპეციალისტი თანამედროვე მეთოდებით მკურნალობს. მრავალწლიანი გამოცდილება იმის გარანტია, რომ ნებისმიერი გართულების მიზეზი დროულად იქნას მოძიებული. ენდოკრინოლოგი დეტალურად იკვლევს პაციენტის ისტორიას, მკურნალობის კურსი კი ინდივიდუალურადაა მორგებული ყველა ადამიანზე.
ენდოკრინოლოგია, როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე საქართველოში, ბოლო ათწლეულებია ძალიან განვითარდა. თვალშისაცემია ის პროგრესი, რომელსაც ექიმებმა ამ დაავადებასთან ბრძოლაში მიაღწიეს.
მაგრამ შედეგის მისაღებად მხოლოდ საუკეთესო სპეციალისტი არ არის საკმარისი. პაციენტმა ზუსტად უნდა შეასრულოს ყველა რეკომენდაცია, რომ მკურნალობის პროცესი მაქსიმალურად უნდა წარიმართოს.
არაჯანსაღი კვების რაციონის გამო, დიდია ხანია უკვე რაც დაავადება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი ძალიან გავრცელდა ბავშვებში. შესაბამისად, დღეს უკვე მედიცინის ეს დარგი ცალკე მიმართულებას საჭიროებს, რომელიც მოზარდების დიაბეტზეა ორიენტირებული.
მშობლებისთვის ნომერ პირველი რჩევაა, რომ დიაბეტის ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში დროულად ჩართოს საქმეში ბავშვთა ენდოკრინოლოგი. ამისათვის სიმპტომების აღოჩენისთანავე ეწვიეთ ჰელსიკორის სამედიცინო ცენტრს და გაუფრთხილდით პატარას ჯანმრთელობას.
ნათია ვაშაყმაძის ხელმძღვანელობით ითარგმნა და გამოიცა ხარისხიანი სამედიცინო ლიტერატურა ქართულ ენაზე, მათ შორის:
ამერიკის თირეოიდული ასოციაციის (ATA) გაიდლაინები ფარისებრი ჯირკვლის კვანძებისა და კიბოს შესახებ, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს RAI-ით თერაპიის შესახებ - 2021წ.
ენდოკრინული საზოგადოების გაიდლაინის ჰიპერპროლაქტინემიის შესახებ - 2022წ.
ნათია ვაშაყმაძე არის წიგნის „ბიოქიმია ექთნებისთვის“ ავტორი.
იგი არის Elsevier-ის გამოცემული წიგნის „დაბერების ენდოკრინოლოგია სქემებსა და სურათებში“ მე-20 თავის თანაავტორი.
იგი მუდმივად ესწრება გლობალურ და ადგილობრივ კონფერენციებს, ხშირად აქვს მოხსენებები სტუდენტებისთვის, რეზიდენტებისა და ექიმებისთვის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ღონისძიებებზე. ნათია ვაშაყმაძე არის ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოების (ESE), ევროპის ახალგაზრდა მეცნიერ ენდოკრინოლოგთა საზოგადოების (EYES), ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო საზოგადოებისა (ISE), ევროპის თირეოიდული საზოგადოების (ETA) წევრი.
კლინიკა “ჰელსიკორში” მკურნალობის თანამედროვე მიდგომები დაავადების ეფექტურად მართვის შესაძლებლობას იძლევა. მომსახურების ფასი კლინიკაში საკმაოდ ხელმისაწვდომია და ზუსტად მორგებულია მოსახლეობის შესაძლებლობებს.
დამატებით, შეგიძლიათ ისარგებლოთ ჰელსიკორის ჯანმრთელობის დაზღვევით.
ასე რომ, დაჯავშნეთ ექიმთან ვიზიტი, იყავით მეტად დაცული!