სახის ანთების ართრიტის დასამარცხებლად საჭიროა ვიცოდეთ მისი გამომწვევი სიმპტომები

2021-09-24

ართრიტი

ართრიტი სახსრის ანთებაა, მას ანთებისთვის დამახასიათებელი კლასიკური ნიშნები ახასიათებს.

ართრიტის დროს ფიქსირდება სახსრის შეშუპება, რის გამოც პაციენტს აღენიშნება სახსრის ფორმის შეცვლა, ტკივილი, სიწითლე და ანთებით არეში სიმხურვალე. ტკივილი საკმაოდ შემაწუხებელა, რამაც შესაძლოა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვიოს.

სიტყვა „ართტიტი“ 100 - ზე მეტ სახსრის პათოლოგიას მოიცავს და ხშირად სამეციდინო ლიტერატურაში, სახსრის მიდამოში ნებისმიერი დაზიანების აღსანიშნავად გამოიყენება, სწორედ ამის მაგალითია ტერმინი - „ოსტეოართრიტი“, რომლის დროსაც შესაძლებელია ანთების კლასიკური ნიშნები არ აღინიშნებოდეს.

არის შემთხვევები, როდესაც ჩამოთვლილ სიმტომთაგან პაციენტს ყველა არ აღენიშნება, თუმცა ეს ართრიტს არ გამორიცხავს. ხშირად სიმპტომების გამოვლენა დამოკიდებულია პროცესის ლოკალიზაციაზე

მაგალითად: წვრილი სახსრების დაზიანების შემთხვევაში, შეშუპება მეტად გამოხატულია, ხოლო როდესაც პროცესი მენჯის სახსრებში მიმდინარეობს, ანატომიური აგებულებიდან გამომდინარე, შეშუპების შემჩნევა შეუძლებელია.

როგორც აღვნიშნეთ, ხშირად წამყვანი სიმპტომი მოძრაობის შეზღუდვაა, ასევე პაციენტს აღენიშნება მკაფიოდ გამოხატული ტკივილი. იმ შემთხვევაში თუ შეშუპებას თან არ ახლავს ტკივილი, შესაძლოა საქმე გვქონდეს ჰიდრართროზთან, რაც სახსარში არაანთებითი სითხის დაგროვების შედეგია.

პროცესის ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ მონოართრიტს - ერთი სახსრის ანთება, ოლიგოართრიტს - ორი, სამი ან ოთხი სახსრის ანთება და პოლიართრიტს, რაც მოიცავს ხუთ ან მეტ სახსარს.

პროცესის მიმდინარეობის მიხედვით შეიძლება გამოვყოთ ინფექციური და არაინფექციური ართტირი. ინფექციური ართრიტისას აღინიშნება პროცესის გამომწვევი მიკროორგანიზმების არსებობა სასახსრე სითხეში. ესეთ დროს სახსრის ანთება დაკავშირებულია ორგანიზმში არსებულ ინფექციურ პროცესთან, თუმცა გამომწვევი მიკროორგნიზმი სინოვურ სითხეში არ დაფიქსირდება.

ართრიტი შეიძლება იყოს პირველადი და მეორეული. პირველადი ართრიტის მაგალითებია: ოსტეოართრიტი (მარილები), რევმატოიდული ართრიტი,

სეპტიკური ართრიტი, სპონდილოართრიტი, იუვენილური და მიკროკრისტალური ართროპათიები. მეორეული ართრიტი ვითარდება სხვადასხვა დაავადების დროს. მისი მაგალითებია: ფსორიაზული და რეაქტიული ართრიტი, ასევე ართრიტი ჰეპატიტისას.

არსებობს სიმპტომები, რომლებიც ზოგიერთი ართრიტისთვის ტიპურია. მაგალითად: პოდაგრის დროს უმეტესად ტერფის ცერა თითის სახსარი ზიანდება,

რევმატოიდული ართრიტის დროს პროცესი უპირატესად სიმეტრიულია და მტევნის ნებ-ფალანგთა პროქსიმურ ფალანგთა შუა სახსრებს მოიცავს, რაც დროთა განმავლობაში მტევნის დეფორმაციას იწვევს.

ტიპური რევმატიზმის დროს ართრიტი მსხვილ სახრებს აზიანებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში ანთების ყველა ნიშანი მკაფიოდ არის გამოხატული, სახსრების შეუქცევადი ცვლილებები (დეფორმაცია) არ ვითარდება.

რაიმე სახის ჩივილების შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ექიმს!

ჰელსიკორი გისურვებთ ჯანმრთელობას 

თევდორე მღვდლის ქ. 13ბ

032 2 43 33 43