ქსანთელაზმა გულის დაავადების სიმპტომი

2022-05-09

ქსანთელაზმა - გულის დაავადებების ერთ-ერთი შესაძლო ნიშანი

ქსანთელაზმა რბილი, მოყვითალო ცხიმოვანი წარმონაქმნია, ის ჩნდება კანის ქვეშ, თვალების გარშემო.

ლიპიდების მოჭარბებული რაოდენობის გამო, ქსანთელაზმის მქონე პირები მეტად არიან რისკჯგუფში განუვითარდეთ ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი და ათეროსკლეროზი.

რისკ ჯგუფებს განეკუთვნებიან:

  • ქალბატონები;
  • 30-50 წლამდე პირები;
  • მწეველები;
  • მაღალი წნევის მატარებლები;
  • ვისაც აწუხებს ჭარბი წონა;
  • ვისაც აღენიშნებამაღალი ლიპიდების დონის მაჩვენებელი (ცხიმი, ქოლესტერინი)

გულის დაავადებები შესაძლა ქსანთელაზმას, როგორც ერთ-ერთი სიმპტომის, მეშვეობით გამოვლინდეს.

 ქსანთელაზმა შეიძლება განუვითარდეს როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ქალბატონებს აღენიშნებათ. დაავადება პროგრესირებადია, ახასიათებს გამრავლება, თუმცა არ არის მტკივნეული და არ მოქმედებს მხედველობაზე.

#გახსოვდეთ! დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია, რათა გამოირიცხოს გულის დაავადებები