2022-01-04

მითი თუ რეალობა

ხშირად, ახალი წლის პერიოდშიც ძალიან ბევრი მითების მოსმენა გვიწევს ხოლმე ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ

#მითია_თუ_რეალობა? #2
გოზინაყის დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაღვლის ბუშტის პრობლემები, სინამდვილეში, პაციენტმა, ხშირად მომართვის დროს არ იცის რომ მას ნაღვლის ბუშტის ორგანული ქრნიკული ქოლეცისტიტი - ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთება, კალკულოზური ქოლეცისტიტი - ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი ანთება ან ნაღვლი ბუშტის პოლიპი და ა.შ) აწუხებს.
გოზინაყს და უშუალოდ ნიგვძიან პროდუქტებს მარტივად შეუძლია აღნიშნული პრობლემების პროვოცირება, რაც ხშირად გამოვლინდება შეწმდეგი სიმპტომებით: გულის ტკივილი,
სიმძიმე მარჯვენა ფერდქვეშა არეში, გულძმარვა, ბოყინი, შებერილობა, რაც ახალი წლის შემდგომ პერიოდში ხშირად ხდება გასტროენტეროლოგთან ვიზიტის მიზეზი.

მეგრული აჯიკის ხშირი მირთმევა წყლულოვან დაავადებას იწვევს,
სინამდვილეში, კი ბოლოდროინდელი მონაცემებით დადგენილია, რომ 90%-ში კუჭისა და 12- გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამომწვევია გრამუარყოფითი ბაქტერია - Helicobacter pylori.

თქვენ კიდევ რა მითები გახსენდებათ?