ტერფის ვალგუსური დეფორმაცია

2022-09-06

ტერფის ვალგუსური დეფორმაცია

ტერფის ანატომიური სტრუქტურებიდან,  ყველაზე ხშირი პათოლოგია - ტერფის პირველი თითის ვალგუსური დეფორმაციაა (Hallux valgus), რომელის საზოგადოებაში “პოდაგრა“- ს სახელით არის გავრცელებული.

Hallux - ლათინურად ტერფის ცერა თითის, ხოლო Valgus - ანომალურ გადახრას ნიშნავს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. აღნიშნული დეფორმაციები უმეტესად მდედობრით სქესს ახასიათებს და ქალების  96 % - ში ვლინდება. უმეტეს შემთხვევაში პათოლოგია თანდაყოლილია და განპირობებულია გენეტიკური ფაქტორებით. ქალების შემთხვევაში მაპროვოცირებელ როლს ხშირად ასრულებს მაღალქუსლიანი და ვიწრო ფეხსაცმლი, თუმცა დაავადების წინაპირობა შესაძლებელია ასევე იყოს - ბრტყელტერფიანობა, ჭარბი წონა, გადაჭარბებული დატვირთვა ტერფზე და ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.

რაც შეეხება სიმპტომებს, შესაძლოა პაციენტს გამოუვლინდეს ამობურცული წანაზარდები, სიწითლე კანის ზედაპიტზე, ცერა თითი გადაიხრება მომდევნო თითებისკენ, ტკივილს - რომელიც შესაძლებელია მოძრაობისას უფრო გამოხატული იყოს.

დაგეგმეთ ვიზიტი ტრავმატოლოგთან, გაიარეთ კონსულტაცია და მიიღეთ ინფორმაცია თუ როგორ არის შესაძლებელი ვალგუსური დეროგმაციის გარეშე ცხოვრება. 

თევდორე მღვდლის ქ. #13გ
032 2 43 33 43